• 07-08-2023
    ოსიმენი "ალ-ჰილალში" ტრანსფერზე თანახმაა - რას წერენ უცხოურ მედიაში
    ოსიმენი "ალ-ჰილალში" ტრანსფერზე თანახმაა - რას წერენ უცხოურ მედიაში
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერის ვიქტორ ოსიმენის გადაბირებით "ალ-ჰილალი" სეროზულადაა დაინტერესებული.

    ფეხბურთელთან დაახლოებული ნიგერიული გამოცემები იტყობინებიან, რომ ვიქტორი საუდის არაბეთის კლუბის წინადადებას დასთანხმდა.

    გავრცელებული ცნობებით, არაბები 24 წლის ფორვარდს ხელფასის სახით წელიწადში 40 მილიონ ევროს სთავაზობენ.

    რაც შეეხება ნეაპოლელთა პოზიციას, როგორც ირკვევა, "პარტენოპეი" 200-მილიონიანი წინადადების მიღების შემთხვევაში მზად იქნება ოსიმენი უმალვე დათმოს.

    აქვე გეტყვით, რომ ნიგერიელს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2025 წელს ეწურება.

    Facebook კომენტარები