ლევან მჭედლიძე დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა

5-04-2018, 20:05

როგორც იტალიური სპორტული მედია იუწყება, "ემპოლის" ქართველმა ლეგიონერმა ლევან მჭედლიძემ სრული დატვირთვით ივარჯიშა და მოედანზე დასაბრუნებლად პრაქტიკულად მზადაა.

ბოლო თამაში მჭედლიძემ გასული წლის აპრილში "მილანის" წინააღდეგ ჩაატარა და იმ შეხვედრაში მიღებული მუხლის მძიმე ტრავმის გამო მოედანზე გასვლას ერთი წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა.

ამჟამად ლევან მჭედლიძის "ემპოლი" იტალიის რანგით მეორე დივიზიონში პირველ პოზიციაზე იმყოფება და საუკეთესოთა შორის დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა.


  • beka10
  • 5 აპრილი 2018 21:51
dzalian kargia levan <3

  • P1g7
  • 6 აპრილი 2018 01:01
Admin dzmurad mchedlidzis sxva surati Dade xolme tore tvalebi ragac magar dabolils ugavs da ar gafaqton :)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით