12 წლის შემდეგაც, "ცსკას" დაცვა უცვლელია

6-04-2018, 17:22

გუშინ გაიმართა უეფას ევროპის ლიგის 1/4 ფინალური მატჩი, რომელშიც "არსენალმა" ლონდონის "ცსკას" უმასპინძლა და ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

ხსენებული მატჩი ერთი რამით გახლავთ გამორჩეული. ეს გუნდები 12 წლის წინაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, მოსკოველებს 2006 წელსაც უკანა ხაზი სწორედ ისეთივე ჰყავდათ, როგორიც გუშინდელ მატჩში.

მეკარე აკინფეევი, დაცვის ტრიო კი იგნაშევიჩი და ძმები ბერეზუცკები. სწორედ ასე გამოიყურება "ცსკას" უკანა ხაზი ბოლო 12 წლის განმავლობაში. მსგავსი მუდმივობა კი ფეხბურთის ისტორიში მართლაც საკმაოდ უცნაურია.


  • tsandro
  • 6 აპრილი 2018 21:05
პუტინი და ცსკას დაცვა :დდდ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით