ჩაკვეტაძე: "გენტის დატოვებას არ ვგეგმავ"

6-04-2018, 21:04

ბოლო დროს ხშირია საუბრები იმის შესახებ, რომ ბელგიური "გენტის" ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი ჩაკვეტაძემ შესაძლოა გუნდი დატოვოს და კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს.

ამ თემაზე კომენტარი თავად 18 წლის ფეხბურთელმა გააკეთა.

"ვფიქრობ, თუ რამდენიმე წლით კვლავ აქ დავრჩები, უფრო დიდ პროგრესს განვიცდი."

"ჩემი ოცნებაა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშო და თუ "გენტთან" ერთად ამას მივაღწევ, უბედნიერესი ვიქნები."

"კვირას "ბრიუგესთან" ფაქტობრივად საჩემპიონო მატჩი გვაქვს და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი შანსები გაიზრდება." - განაცხადა ჩაკვეტაძემ.



  • tsandro
  • 6 აპრილი 2018 21:05
წარმატებები <3 ამ ბიჭმა ბევრს უნდა მიაღწიოს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით