მოურინიომ 55 მილიონი ფუნტი გაამზადა

6-04-2018, 23:21

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ვარსკვლავი მიმდინარე სეზონში საკმაოდ ცუდად გამოიყურება. პოლ პოგბას მიმართ უკმაყოფილებას არაერთი ფანი გამოხატავს. პოგბას გაკრიტიკებას არც ჟოზე მოურინიო ერიდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრიტანული მედია საშუალებები გარდაუვალი ტრანსფერის განხორციელებას აანონსებენ.

გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდის The Sun-ის მტკიცებით, ჟოზე მოურინიოს რადარზე ფაბინიო გამოჩნდა. "მონაკოს" ნახევარმცველი პოლ პოგბას და ნემანია მატიჩის იდეალურ მეწყვილედ განიხილება. თავად ფაბინიოსაც სურს "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგება. ბრაზილიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ "მონეგასკი" 55 მილიონ ფუნტს ითხოვს, რაც ისეთი გრანდისათვის როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" ზღვაში წვეთია.

ჟოზე მოურინიო დიდი ხანია აკვირდება ფაბინიოს და მისი გაფორმება გასულ წელსაც სურდა - თუმცა ორ კლუბს შორის გამართული მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა. ფაბინიოს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემთხვევაში, მოურინიო იმედოვნებს, რომ ნახევარდაცვა კიდევ უფრო გაძლიერდება და პოლ პოგბას მეტი სივრცეები შეექმნება საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოსაჩენად.

ნემანია მატიჩისა და ფაბინიოს წყვილი მოედნის ცენტრს გაამაგრებს, რაც საშუალებას მისცემს პოლ პოგბას ძირითადი აქცენტი შეტევაზე გააკეთოს - სწორედ ასეთ ვითარებაში გრძნობს თავს ყველაზე კომფორტულად ფრანგი ფეხბურთელი. 




  • kopite
  • 6 აპრილი 2018 23:22
მაინც არაფერი ეშველება :დ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით