"პსჟ"-ს მომავალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

7-04-2018, 11:33

გავლენიანი ევროპული ტაბლოიდების მტკიცებით, პარიზული გრანდის მესვეურებმა უნაი ემერის შემცვლელი უკვე შეარჩიეს. არაერთი ცნობილი მედია საშუალება იუწყება, რომ უნაი ემერის ტომას ტუხელი ჩაანაცვლებს. 

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელები უნაი ემერის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვას არ ერიდებიან. უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ჩატარებული უსუსური მატჩების შემდეგ- შეიძლება ითქვას, რომ ემერის ბედი საბოლოოდ გადაწყდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტუხელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს პარიზულ გრანდს. 

აღსანიშნავია, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი თავკაცი ერთადერთ ალტერნატივას არ წარმოადგენდა. "პსჟ"-ს წარმომადგენლები აქტიურად განიხილავდნენ ანტონიო კონტეს კანდიდატურასაც - თუმცა ნასერ ალ ჰელაიფიმ საბოლოო არჩევანი გერმანელ სპეციალისტზე გააკეთა.  



  • kopite
  • 7 აპრილი 2018 12:34
კარგია ტუხელი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით