დორტმუნდს მორიგი ლიდერი ტოვებს

7-04-2018, 13:56

დორტმუნდის "ბორუსიას" ბერძენი მცველის შესაძენად ინგლისის პრემიერლიგის გრანდები იბრძვიან. გავრცელებული ინფორმაციით, სოკრატის პაპასტატოპულოსის შეძენა "ჩელსის", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "არსენალს" სურთ. ბრიტანული ტაბლოიდების მტკიცებით, სოკრატისის შესაძენად გაჩაღებულ ბრძოლაში "არისტოკრატები" ლიდერობენ. 

ანტონიო კონტეს გაწვრთნილმა გუნდმა სეზონი ჩააგდო, "ჩელსი" შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრი ოთხეულის მიღმაც დარჩეს. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩრდილო ლონდონური კლუბის მესვეურები დაცვითი ხაზის გაძლიერებას გეგმავენ - ამისათვის კი სოკრატისი იდეალურ კანდიდატურად მიაჩნიათ. 

უკანასკნელ წლებში სოკრატისი ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ჩამოყალიბდა, სწორედ ამიტომ იწვევს ევროპის არაერთი ტოპ-კლუბის დაინტერესებას. ბერძენი მცველის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ დორტმუნდელები ამ ფასად შეელიონ მას. 

ჯერ-ჯერობით პრემიერლიგის არც ერთ გრანდს ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს დორტმუნდელთათვის - თუმცა გავლენიანი ტაბლოიდების მტკიცებით, ტრანსფერი გარდაუვალია. 


  • kopite
  • 7 აპრილი 2018 13:56
magaria sokratisi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით