"ინტერმა" ლუნინისთან შეათანხმა

7-04-2018, 18:21

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლუგანსკის "ზორიას" მეკარე ანდრე ლუნინი კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

19 წლის კიპერი აპენინელთა რიგებს ზაფხულში შეუერთდება, მაგრამ თავდაპირველად "ინტერი" იჯარის წესით სხვა კლუბში გაუშვებს, რათა სათამაშო პრაქტიკა მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ ლუნინის შეძენით "არსენალი" და "იუვენტუსი" იბრძოდნენ, თუმცა ახალგაზრდა კარის დარაჯმა "ინტერი" და 6 მილიონიანი კონტრაქტი არჩია.

ანდრე ლუნინმა მიმდინარე სეზონში  "ზორიას" რიგებში 29 მატჩი ჩაატარა და 9-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა.


  • levani25
  • 7 აპრილი 2018 21:12
რაში უნდათ ამდენ ხელფასად

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით