ხოჭოლავას სადებიუტო გოლი "შახტარის" შემადგენლობაში

8-04-2018, 10:10

უკრაინის პრემიერლიგაში მორიგი შეხვედრა გამართა დონეცკის „შახტარმა“. დომბასელებმა საკუთარ კედლებში „ვერეს“ უმასპინძლეს და მეტოქე გუნდი 2:0 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში სადებიუტო გოლი გაიტანა ქართველმა ლეგიონერმა დავით ხოჭოლავამ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.

25 წლის ხოჭოლავას მონაგარი მიმდინარე სეზონში 17 მატჩი და 1 გოლია. რაც შეეხება „შახტარს“ საჩემპიონო ბრძოლაში დამაჯერებლად ლიდერობს და „დინამო“ კიევს 6 ქულით უსწრებს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი სანაკრებო შეკრება დავით ხოჭოლავამ ტრავმის გამო გამოტოვა.


  • beka10
  • 8 აპრილი 2018 12:11
legendaruli qartveli davit xocholava

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით