ქვილითაიას მორიგი გოლი ავსტრიაში

8-04-2018, 13:58

ავსტიის ჩემპიონატის 29-ე ტურში „რაპიდმა“, რომლის ღირსებასაც ჩვენებური გიორგი ქვილითაია იცავს, „პიოლტენს“ უმასპინძლა და 2:1 სძლია.

აღსანიშნავია, რომ მე-6 წუთზე სტუმართა მეკარემ გიორგი საჯარიმოში წააქცია და მსაჯმაც უმალ თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა და ანგარიშიც მარტივად გახსა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ამ სეზონში 27 მატჩი გაიტანა და 9 გოლის გატანა შეძლო.

გიორგიმ თავის გამოჩენა საქართველოს ნაკრების ბოლო ამხანაგური მატჩების დროსაც მოახერხა.



  • beka10
  • 8 აპრილი 2018 13:58
saocari kacia qvilita <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით