გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგისკენ მიიწევს

9-04-2018, 12:51

ბელგიის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში "გენტმა", რომლის ღირსებსაც 18 წლის ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე იცავს, საკუთარ მოედანზე ლიდერ "ბრიუგეს" უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მატჩში 63-ე წუთზე ჩაერთო და რიგ ეპიზოდებში სიტუაციის გამწვავებაც მოახერხა.

აღნიშნული გამარჯვებით 6 გუნდიან საჩემპიონო ჯგუფში "გენტმა" მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ჩემპიონთა ლიგის ზონაში შეაბიჯა და ლიდერთან ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით