კეინი: " ოქროს ბუცის მოგება კვლავ მსურს"

9-04-2018, 18:34

"ტოტენჰემის" ინგლისელმა შემტევმა ჰარი კეინმა მუჰამედ სალაჰთან ბომბარდირობისთვის ბრძოლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მას კვლავ შეუძლია პირადი ჯილდო შეინარჩუნოს. 

"კვლავ მჯერა, რომ ბომბარდირობისთვის ბრძოლა შემიძლია. მთავარია მოვინდომო და საკუთარ თამაშზე ვიფიქრო. რა თქმა უნდა ოქროს ბუცის მოგება კვლავ  მსურს და მიზნის მისაღწევად ამ წუთიდან სეზონის ბოლომდე მუშაობას გავაგრძელებ", - განაცხადა კეინმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა 31 მატჩი ჩაატარა და 24 გოლის გატანა შეძლო.



  • goga1996
  • 9 აპრილი 2018 18:47
vaa magaria

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით