სალაჰი: "მე ვცდილობ ყველა შეტევა გოლით დავასრულო"

11-04-2018, 01:43

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის დაძლევის შემდეგ, "ლივერპულელთა" ეგვიპტელმა შემტევმა მოჰამედ სალაჰმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მეტოქე გუნდმა შანსები ვერ გამოიყენა.

"ქალაქელები" მაღალ დონეზე თამაშობდნენ, თუმცა მომენტების გამოყენება ვერ შეძლეს. ჩვენი მიზანი ბურთის კონტროლი და სასურველი შედეგის დაფიქსირება იყო. რაც შეეხება ჩემ მორიგ გოლს, მე ვცდილობ ყველა შეტევა გოლით დავასრულო", - განაცხადა ეგვიპტელმა.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" "მან. სიტი" ორი მატჩის ჯამში 5:1 დაამარცხა და ლიგას გამოთიშა.


  • goga1996
  • 11 აპრილი 2018 02:12
იმდენსაც ნუ იზამ თბილისში ჩამოგიყვანოთ მერად :დდ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით