• 08-08-2023
    ცნობილია! - რა შედეგები მოიტანა კესიეს ტრანსფერმა “ბარსელონასთვის”
    ცნობილია! - რა შედეგები მოიტანა კესიეს ტრანსფერმა “ბარსელონასთვის”

    როგორც მოგეხსენებათ, 26 წლის კოტ დ’ივუარელი ფეხბურთელი, ფრანკ კესიე კატალონიის “ბარსელონას” დაემშვიდობა და “ალ აჰლის” შეუერთდა.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოხსენებული ტრანსფერი “ბარსელონას” შესაძლებლობას მისცემს, რომ ახალ ტრანსფეერებში 9 მილიონი ევრო დახარჯოს.

    ცნობისთვის, კესიემ გასულ სეზონში “ბლაუგრანას” მაისურით ჩატარებულ 43 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები