სიტყვები, რომლის გამოც გვარდიოლა გააძევეს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

სიტყვები, რომლის გამოც გვარდიოლა გააძევეს

11-04-2018, 10:28

"მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" 1:2 დამარცხდა და ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს დაემშვიდობა.

შეხვედრის მსვლელობისას, კონკრეტულად პირველი ტაიმის მიწურუს, მატჩის მთავარმა არბიტრმა ესპანელმა მატეო ლაოსმა პეპ გვარდიოლა მოედნიდან გააძევა და ტრიბუნაზე მიუჩინა ადგილი.

ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნულ ეპიზოდზე ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"მე მას ვუთხარი, რომ გოლი, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს გავიტანეთ, უსამართლოდ გააუქმა. იმ მომენტში თამაშგარე მდგომარეობა არ იყო და ანგარიში 2:0 უნდა გაგვეხადა. მისთვის არანაირი პირადი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია", - განაცხადა გვარდიოლამ.



  • beka10
  • 11 აპრილი 2018 12:29
დიდი კაცია პეპიტო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით