მონტელა: "მნიშვნელოვანია, რომ ინტრიგა მთელი 90 წუთის განმავლობაში შენარჩუნდეს"

11-04-2018, 14:45

11 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც "ბაიერნი" "სევილიას" მიიღებს და ესპანეთში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას შეეცდება. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ანდალუსიური კლუბის თავკაცმა ვინჩენცო მონტელამ კომენტარი გააკეთა.

"მნიშვნელოვანია, რომ ინტრიგა მთელი 90 წუთის განმავლობაში შენარჩუნდეს. ჩვენ სწორი ბალანსი უნდა ვიპოვოთ. მთავარია, საქმეში დიდი ხანი დავრჩეთ. ვიცით, რომ მეორე ტაიმში ორი გოლის გატანა შეგვიძლია, მაგრამ ჩვენს კარში ბურთი არ უნდა მივიღოთ, განსაკუთრებით შესვენების მერე.

ცბანეგა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ მატჩში მის გარეშეც საუცხოოდ ვითამაშეთ. ასე რომ სხვა ვარიანტებიც გვაქვს.
კორეა და მერკადო სათამაშოდ მზად არიან. მათ სრულფასოვნად ივარჯიშეს და იმედია, მოედანზე გავლენ“, - განაცხადა მონტელამ.

შეგახსენებთ, რომ "სევილიამ" საკუთარ კედლებში "ბაიერნთან" 1:2 დათმო შეხვედრა.


  • goga1996
  • 11 აპრილი 2018 14:46
შენ გიჯი ხო არ ხარ :დდ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით