ჰაინკესი: "ჩვენი მიზანი იყო ესპანეთში მიღწეული წარმატების შენარჩუნება"

12-04-2018, 09:15

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, "ბაიერნის" თავკაცმა იუპ ჰაინკესმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გუნდის წარმატებით ბედნიერია.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემ ბიჭებს. ფეხბურთელებმა ყველა დავალება იდეალურად შეასრულა. ჩვენი მიზანი იყო ესპანეთში მიღწეული წარმატების შენარჩუნება. ფაქტია, რომ 0:0 ჩვენთვის დადებითი შედეგი იყო", - განაცხადა გერმანელმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანული გრანდი ორი მატჩის ჯამში ნახევარფინალში გავიდა. ბავარიელებმა "სევილია" ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხეს.


  • goga1996
  • 12 აპრილი 2018 01:58
შე ბებერო ლომო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით