• 08-08-2023
    კვარამ ვარჯიში განაახლა, რუი კი წასვლასთან ახლოსაა - როგორი სიტუაციაა "ნაპოლიში"
    კვარამ ვარჯიში განაახლა, რუი კი წასვლასთან ახლოსაა - როგორი სიტუაციაა "ნაპოლიში"
    Author of the article
    Aa

    იტალიურ მედიაში გავეცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელიამ მიღებული ტრავმის შემდეგ ინდივიდუალური ვარჯიში განაახლა.

    როგორც ირკვევა, ქართველი ვინგერი "ნაპოლის" მომდევნო თამაშს გამოტოვებს, რომელიც 11 აგვისტოს "აპოლონის" წინააღმდეგაა ჩანიშნული.

    იწერება, რომ ხვიჩა სრულ მზადყოფნაში სერია ა-ს პირველი ტურისთვის იქნება, სადაც "პარტენოპეი" "ფროზინონეს" შეხვდება.

    ჯერჯერობით დაბრუნებას ვერ ახერხებს ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, რომელიც ტრავმის გამო ისევ ლაზარეთში იმყოფება.

    რაც შეეხება მარიო რუის, თუ იტალიურ გამოცემებს დავუჯერებთ, იმის შანსი, რომ პორტუგალიელმა "ნაპოლი" დატოვოს, რეალურია.

    გავრცელებული ცნობებით, 32 წლის განაპირა მცველს საუდის არაბეთის კლუბი, კერძოდ "ალ-ნასრი" ეპატიჟება.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ რუის ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები