პეპ გვარდიოლას სანქციები ემუქრება

12-04-2018, 14:45

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უეფამ შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ესპანელი პეპ გვარდიოლა დასაჯოს.

საქმე იმაშია, რომ "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრის დროს იგი მთავარ არბიტრს შეეკამათა და პირველი ტაიმის მიწურულს გაუქმებული გოლი არასამართლიანად მიიჩნია.

უეფა გვარდიოლას საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მაისის მიწურულს გამოიტანს.

შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში "ლივერპულმა" "სიტი" 5:1 დაამარცხა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით