"ინტერი" სენსაციურ ტრანსფერს ამზადებს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"ინტერი" სენსაციურ ტრანსფერს ამზადებს

13-04-2018, 10:35

იტალიური გრანდი გახმაურებული ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. ესპანური და იტალიური წყაროების მტკიცებით, "ინტერის" ბოსები გარეტ ბეილის შეძენას ცდილობენ. გავრცელებული ინფორმაციით, "ნერაძური" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეეცდება უელსელი ვარსკვლავის გაფორმებას.

მადრიდელთა რიგებში გატარებული 5 სეზონის მანძილზე, გარეტ ბეილმა 182 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. უელსელი ფეხბურთელის ანგარიშზე 81 გოლია და არაერთ გამარჯვებაში შეიტანა ლომის წვლილი - თუმცა უკანასკნელ პერიოდში იგი ფლორენტინო პერესის ფავორიტთა შორის აღარაა. ბეილის ხშირმა ტრავმიანობამ პერესი იძულებული გახადა მისი შემცვლელი მოძებნოს, უელსელს კი გასასვლელი კარისკენ მიუთითოს.

კიდევ ერთი ევროპული ტოპ-კლუბი, რომელიც ბეილის გაფორმების შესაძლებლობას განიხილავს "მანჩესტერ იუნაიტედია". ინგლისის პრემიერლიგის გრანდის მესვეურები აქტიურად ცდილობენ ბეილის გადაბირებას.







  • beka10
  • 13 აპრილი 2018 10:36
დიდი კაცია ნამდვილად

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით