გაშვების შიშით ვენგერი ტოპ ფეხბურთელებს იმატებს

13-04-2018, 13:02

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კლუბიდან გაშვებით შეშინებული ვენგერი ზაფხულში სატრანსფერო ბუმს აპირებს. წყაროს ცნობით, "მეთოფეებმა" მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველს საულ ნიგესს დაადგეს თვალი. 

ჯერჯერობით აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია და შესაბამისად არც თანხები სახელდება, რომელსაც "არსენალი" გადაიხდის. ნიგესის თამაშით "ემირეიტსის" ბინადრების გარდა, "ეშმაკებიც" არიან მოხიბლულები და ჟოზე ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იქნება.

მიმდინარე სეზონში საულმა 46 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.


  • goga1996
  • 13 აპრილი 2018 13:03
ვენეგრ გოუუუ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით