"ბარსელონამ" 38-წლიანი რეკორდი მოხსნა

14-04-2018, 22:02

დღეს გაიმართა ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურის მატჩი, რომელშიც კატალონიის "ბარსელონამ" "ვალენსიას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ "ბლაუგრანამ" ამ გამარჯვებით ესპანეთის ლა ლიგის რეკორდი მოხსნა. კერძოდ, კატალონიურმა გრანდმა ბოლოს ესპანეთის ჩემპიონატში 39 ტურის წინ წააგო, მას შემდეგ კი 32-ჯერ იმარჯვა და 7-ჯერ ფრე ითამაშა,.

აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონამდე" რეკორდი "რეალ სოსიედადს" ეკუთვნოდა. ბასკურმა კლუბმა 1979-წლიდან 1980 წლის ჩათვლით 38 ლა ლიგის შეხვედრაში არ წააგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით