• 08-08-2023
    “ამაზე ვერ გიპასუხებთ” - საბა საზონოვმა “ლიონზე” დასმულ კითხვას თავი აარიდა
    “ამაზე ვერ გიპასუხებთ” - საბა საზონოვმა “ლიონზე” დასმულ კითხვას თავი აარიდა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი, საბა საზონოვი მოსკოვის “დინამოს” დაუბრუნდა.

    ახალგაზრდა მოთამაშემ “ზენიტის” წინააღმდეგ ითამაშა და შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

    “ეს ჩემი პირველი მატჩი იყო ამ სეზონში, ამიტომ, სასიამოვნო იყო პირველი მატჩის ჩატარება ისეთი დონის მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც ზენიტია. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კვირა-ნახევარში 4 მატჩი შეუცვლელად ჩავატარე, ამიტომ, დასვენება გადავწყვიტე და დინამოს გვიან შევუერთდი. ახლა სრულად გამოჯანმრთელებული ვარ და სათამაშოდ 100%-ით მზად ვარ. ვფიქრობ, ეს ზენიტთან მატჩშიც ვაჩვენე. ლიონთან დასმულ შეკითხვას ვერ ვუპასუხებ”. - განაცხადა საზონოვმა.

    ცნობისთვის, უკვე ძალიან დიდი ხანია საბას “ლიონს” უკავშირებენ.

    Facebook კომენტარები