ხოჭოლავამ "შახტარს" წააგებინა

15-04-2018, 12:20

უკრაინის ჩემპიონატის 27-ე ტურში, ქართველი ლეგიონერის დავით ხოჭოლავას კლუბი დონეცკის "შახტარი" საკუთარ კედლებში კიევის "დინამოსთან" დამარცხდა. 

აღსანიშნავია, რომ ხოჭოლავამ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და გოლიც სწორედ ამ უკანასკნელის შეცდომას მოჰყვა. პირველ ტაიმში დავითმა საჯარიმოს წინ არაზუსტი გადაცემა გააკეთა, ბურთს ვოლოდიმირ შეპელევი დაეუფლა და 15 მეტრიდან მიუჩინა ადგილი ანდრეი პიატოვის კარის ბადეში. 

0:1-ის შემდეგ, მასპინძლებმა ტემპს მოუმატეს, თუმცა შეხვედრის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ამ მარცხის შემდეგ, კლუბებს შორის სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა.



  • goga1996
  • 15 აპრილი 2018 12:44
klasnia magari pasi qna:D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით