სუსო "მილანს" დატოვებს

15-04-2018, 12:53

იტალიური მედიის ინფორმაციით, "როსონერის" რიგებში ცვლილებები იგეგმება. წყაროს ცნობით, ლომბარდიული გრანდიდან წასვლა სუსოს სურს. 

24 წლის ფეხბურთელის მიზანი, ჩემპიონთა ლიგაში თამაშია და დიდი ალბათობით ამას "მილანის" რიგებში ვერც მომავალ სეზონში შეძლებს. "შავ-წითლების" მესვეურები ორ ვარიანტს განიხილავენ. სუსო შესაძლოა "ნაპოლის" ფეხბურთელ ხოსე კალეხონში გაცვალონ, ანდაც ის ყოფილ გუნდს "ლივერპულს" დაუბრუნდეს. 

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა კლუბის მაისური 29-ჯერ მოირგო და 2 გოლის გატანა შეძლო.


  • beka10
  • 15 აპრილი 2018 12:56
გამორჩეული კაცი სუსუონე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით