გვარდიოლა: "ჩემპიონთა ლიგის მოგებას პრემიერლიგის ჩემპიონობა სჯობს"

15-04-2018, 19:01

მანჩესტერ "სიტის" ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისთვის პრემიერლიგა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგა.

"ვფიქრობ, პრემიერლიგაში გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე. აქ 38 შეხვედრის ჩატარება გიწევს, მაშინ, როცა ლიგაზე მხოლოდ 7 თამაშის მოგებაა საჭირო ჩემპიონობისთვის."

"გარდა ამისა ვთვლი, რომ ინგლისის პრემიერლიგა ყველაზე რთული ჩემპიონატია. ის გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ლა ლიგა ან ბუნდესლიგა." - აცხადებს პეპი.


  • beshke
  • 16 აპრილი 2018 02:14
daimshvide tavi pep :D premierliga ise yvelaze rtuli mosagebi kia sxva chempionatebtan shedarebit,magram liga sxvaa :)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით