პაპუნაშვილმა ესპანეთში გაიტანა

16-04-2018, 12:08

15 აპრილს ლა ლიგა 2-ის  35-ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ლიდერმა "რაიო ვალეკანომ" "სარაგოსა" მიიღო და 2:1 დაამარცხა. 

აღსანიშნავია, რომ სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი პაპუნაშვილმა შეხვედრაში მონაწილეობა 69-ე წუთიდან მიიღო და ტაიმის ბოლოს ერთი გოლის გაქვითვა შეძლო. საბოლოო ჯამში არაგონელებმა 2:1 დათმეს შეხვედრა.

სარაგოსა 55 ქულით პლეიოფში გამსვლელ ბოლო, მეექვსე პოზიციაზე იმყოფება, თუმცა მის უახლოეს მდევარს ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. 




  • goga1996
  • 16 აპრილი 2018 12:17
sagol ppapu

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით