• 08-08-2023
    გონსალო რამუში პსჟ-ში ითამაშებს
    გონსალო რამუში პსჟ-ში ითამაშებს

    22 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი, გონსალო რამოში კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. ინფრომაციას ფრანგული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    პსჟ-მ პორტუგალიურ “ბენფიკას” ახალგაზრდა ფეხბურთელში 80 მილიონი ევრო გადაუხადა.

    22 წლის ფეხბურთელი ფრანგულ გუნდს იჯარის წესით შეუერთდა, თუმცა 2024 წელს პსჟ-ს რამოშის გამოსყიდვის ვალდებულება ექნება.

    ცნობისთვის, გონსალო რამოშმა გასულ სეზონში ჩატარებულ 47 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები