დე ბრუინი: "საუკეთესოს წოდება სალაჰმა უნდა მიიღოს"

16-04-2018, 15:34

ინგლისის ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა და აწ უკვე მოქმედმა ჩემპიონმა, "მანჩესტერ სიტის" ლიდერმა კევინ დე ბრუინმა განაცხადა, რომ წლევანდელ სეზონში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მუჰამედ სალაჰმა უნდა მოიპოვოს.

"ლივერპულის" ეგვიპტელმა გარემარბმა მიმდინარე სეზონში 30 გოლის გატანა მოახერხა და იგი ახლოსაა ინგლისის ჩემპიონატის ახალი რეკორდიც დაამყაროს ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით.

"ვფიქრობ, წლევანდელ სეზონში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მუჰამედ სალაჰმა დაიმსახურა. მან საოცარი სეზონი ჩაატარა და როდესაც ფეხბურთელს ამდენი გოლი გააქვს, მას საუკეთესოს წოდება უნდა მიანიჭო", - აცხადებს დე ბრუინი.

პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის სალაჰთან ერთად თავად დე ბრუინი, დავიდ სილვა, ლეროი სანე, ჰარი კეინი და დავიდ დე ხეა იბრძვიან.



  • levani25
  • 17 აპრილი 2018 02:42
ზღაპრებს ნუ ყვები დე ბრუნ :დ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით