"იუვეს" ფილიპე ლუისის შეძენა სურს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"იუვეს" ფილიპე ლუისის შეძენა სურს

16-04-2018, 22:11

ტურინის "იუვენტუსი" სერიოზულად არის დაინტერესებული მადრიდის "ატლეტიკოს" ბრაზილიელი მარცხენა მცველის, ფილიპე ლუისის შეძენით. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport იტყობინება.

წყაროს ცნობით, "ბებერმა სინიორამ" უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ფეხბურთელის თაობაზე. როგორც ცნობილია, იტალიელები ფილიპე ლუისის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის მცველს კონტრაქტი 2019 წლის ივნისში ეწურება და მისი დამატება "იუვენტუსის" გარდა ასევე "ჩელსისაც" სურს.



  • tsandro
  • 16 აპრილი 2018 22:26
დროზე გაასწროს ამ გუნდიდან

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით