"სიტის" ზაჰა სურს

17-04-2018, 12:58

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" ზაფხულში კოტ დიუარელი უილფრიდ ზაჰას შეძენას ეცდება. წყაროს ცნობით, აღნიშნული ტრანსფერით პირადად ესპანელი თავკაცი პეპ გვარდიოლაა დაინტერესებული.

აღსანიშნავია, რომ "ცისფერები" ზაჰაში 50 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ, თუმცა შესაძლოა ტრანსფერი "ტოტენჰემისა" და "ჩელსის" აქტიურობამ ჩაშალოს.

შეგახსენებთ, რომ "კრისტალ პალასმა" ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედისგან" შეიძინა.  მიმდინარე სეზონში 25 წლის ფორვარდს 25 მატჩი და 7 გოლი დაუგროვდა.


  • beka10
  • 17 აპრილი 2018 13:03
ვილფრიდი დიდი კაცია ნამდვილად

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით