პიანიჩს რამდენიმე მატჩის გამოტოვება ემუქრება

17-04-2018, 17:16

"იუვენტუსისს" ნახევარდაცვის ლიდერს მირალემ პიანიჩს "სამპდორიასთან" გამართულ მატჩში, სადაც "ბიანკონერიმ" 3-0 მოიგო, მოედნის ადრე დატოვება მოუწია. არსებობს შანსები, რომ ბოსნიელმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრის გამოტოვოს.

აპენინური მედიის გადმოცემით, ტრავმა არც ისე მძიმეა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ პიანიჩი "კროტონესთან" მატჩში თავის გუნდს ვერ დაეხმარება. 

სანამ არ დადგინდება ტურინელთა 5 ნომრის ტრავმის ხარისხი, ალეგრი არ აპირებს გარისკვას და შესაძლოა, მან "ნაპოლის" წინააღმდეგ გასამართი, სერია ა-ს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩიც გამოტოვოს.


საინტერესო

  • levani25
  • 17 აპრილი 2018 18:37
ისედაც მოგებული აქ იუვეს სკუდეტო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
წაგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით