ბონუჩი: "მადლობა ღმერთს, მადრიდში გამართულ მატჩში მოედანზე არ ვიყავი"

17-04-2018, 18:05

"მილანის" კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ აპენინური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში იტალიური კლუბების ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა შეაფასა. გამოცდილი მცველი აღნიშნავს, რომ "რეალისა" და "იუვენტუსის" მატჩში მსაჯმა საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო.

"რომას" გამო ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ემოციური მატჩი იყო. მათგან სიურპრიზებს ველოდი, თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, "ბარსელონას" წინააღმდეგ ასეთ მოულოდნელობებს არა".

"რაც შეეხება "იუნტუსს" ამ შემთხვევაში საქმე პირიქითაა. ტურინელებმა დაუჯერებელი რამ შეძლეს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" სამი გოლის გატანა ძალიან იშვიათი მოვლენაა".

"მატჩის ბოლოს მსაჯმა საეჭვო გადაწყვეტილებები მიიღო, თუმცა "ბიანკონერიმ" თავისი დონე გამოავლინა და შეიძლება ითქვას, უსამართლოდ გამოეთიშა ლიგის თასისთვის ბრძოლას".

"როდესაც მსაჯმა ბენატიას მომენტზე პენალტი დანიშნა, ვიფიქრე, მადლობა ღმერთს, იქ არ ვარ-მეთქი. დარწმუნებული ვარ, იმ მომენტში ჩემს ემოციებს ვერ შევიკავებდი", - აღნიშნა ბონუჩიმ.


საინტერესო

  • levani25
  • 17 აპრილი 2018 18:37
კიდეკაი იუვეში აღარ თამაშობ :დ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
წაგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით