ბუფონი: "იმ საოცრების გამო წერილი გავუგზავნე"

17-04-2018, 18:37

"იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა თანამემამულესა და მოსახელე ჯანლუიჯი დონარუმას "ნაპოლისთან" კარგი თამაშისთვის მადლობა გადაუხადა.

მოგეხსენებათ, სერია ა-ს 32-ე ტურში "მილანმა" ნეაპოლურ გუნდს უმასპინძლა და უგოლო ფრეზე (0:0) დაუზავდა. მატჩის დამატებით წუთებზე კი 19 წლის მეკარემ ბრწყინვალე "სეივი" განახორციელა (იხილეთ ვიდეო).

"ჯიჯომ "ნაპოლისთან" ფანტასტიკურად ითამაშა. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი მომავალი ელის. ბოლო წუთებზე იმ მოქმედების გამო მას შეტყობინება გავუგზავნე და მივულოცე", - ამბობს ბუფონი.

აქვე გეტყვით, რომ სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე "იუვენტუსი" მთავარ კონკურენტ "ნაპოლის" 6 ქულით უსწრებს.



საინტერესო

  • levani25
  • 17 აპრილი 2018 19:24
მაგარი ხარ ჯიჯი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
წაგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით