"რეალის" ბანაკში პოზიტიური სიახლეებია

17-04-2018, 19:15

მადრიდის "რეალში" სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ემზადებიან. ესპანური მედიის ცნობით, დღეს ზინედინ ზიდანისთვის ორი პოზიტიური სიახლე გავრცელდა.

"AS"-ის ინფორმაციით, ნაჩო ფერნანდესმა "ლას პალმასთან" მიღებული კუნთის ტრავმის აღდგენითი პროცესი დაასრულა და ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს შეუდგა.

"იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის უმნიშვბელოვანესი მატჩში მიღებული დაზიანება მოირჩინა "რეალის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლუკა მოდრიჩმა, რომელიც გუნდს "მალაგასთან" 32-ე ტურის მატჩში ვერ დაეხმარა.

შეგახსენებთ, რომ პრიმერა დივიზიონის მორიგ ტურში "რეალი" ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდება. ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" პირველ შეხვედრას კი მადრიდელები მიუნხენში 25 აპრილს გამართავენ.


  • levani25
  • 17 აპრილი 2018 19:24
გადაუვლის ბაიერნი

forit mougeben baiers

  • rename
  • 18 აპრილი 2018 14:16
რამდენჯერ გადაუარეს ბაიერნს სათვალავი ამერია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით