"სიტი" "ბარსელონას" ტალანტს გადაიბირებს

17-04-2018, 23:41

ესპანელი ჟურნალისტის ალბერტ როჟეს ინფორმაციით, მანჩესტერ "სიტი" კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს, ადრია ბერნაბეს იმატებს.

წყაროს ცნობით, "ქალაქელები" მხოლოდ და მხოლოდ 16 წლის ფეხბურთელის ვარჯიშის გადასახადს გადაიხდიან სეზონის ბოლოს, სანაცვლოდ კი მოთამაშე დიდ ბრიტანეთს მიაშურებს.

ბერნაბე "ლა მასიას" ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და მასზე ესპანეთში დიდ იმედებს ამყარებენ. თუმცა, როგორც ჩანს, პეპ გვარდიოლას ფაქტორმა მას "სიტიში" გადასვლა გადააწყვეტინა.


  • beka10
  • 18 აპრილი 2018 00:23
soliduri kacia <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით