"რეალმა" საზაფხულო ტურნე დაგეგმა

17-04-2018, 23:47

უკვე ტრადიციად იქცა ის, რომ ევროპული გრანდები ზაფხულში ამხანაგურ შეხვედრებს მართავენ ამერიკასა და ჩინეთში. გამონაკლისი არც მიმდინარე წელი იქნება.

მადრიდის "რეალმა" მომავალი საზაფხულო ტურნე უკვე დაგეგმა. ოფიციალური საიტის ცნობით, ამერიკაში გასამართ ჩემპიონთა თასზე "სამეფო კლუბი" სამ შეხვედრას გამართავს.

ტურნეს "რეალი" 31 ივლისს, "იუნაიტედთან" მატჩით გახსნის, 4 აგვისტოს მადრიდული გრანდი "იუვენტუსს" დაუპირისპირდება, ტურნეს კი 7 აგვისტოს "რომასთან" თამაშით დახურავს.

 



  • tsandro
  • 17 აპრილი 2018 23:48
სამივეს მოვიგებთ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით