დიბალას გრიზმანი ჩაანაცვლებს

18-04-2018, 11:03

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინელთა ბანაკში საინტერესო ცვლილებები იგეგმება. "ბებერი ქალბატონების" რიგები შესაძლოა პაოლო დიბალამ დატოვოს და მის მაგივრად მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი შემტევი ანტუან გრიზმანი მოვიდეს.

არგენტინელი ფეხბურთელის შეძენის სურვილი "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "პსჟ"-მ გამოთქვეს, თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერჯერიბით არც ერთ კლუბს არ გაუკეთებია. ისიც აღსანიშნავია, რომ "იუვე" მობერდა და პაოლოსგან მიღებული თანხმის სანაცვლოდ 2-3 ფეხბურთელის დამატებას შეძლებს. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პაოლო დიბალა "შავ-თეთრების" რიგებში ისევ  ბრწყინავს, როგორც უწინ, ამ უკანასკნელმა მიმდინარე სეზონში 27 შეხვედრაში 21 გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება ანტუანს, მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ითამაშა და 19 გოლი ჩაიწერა აქტივში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით