"ბარსელონა" "სევილიას" მცველს 10-ჯერ გაზრდილი ფასით იყიდის

18-04-2018, 15:37

კატალონიის "ბარსელონა" ზაფხულში "სევილიას" მცველს კლემენ ლენგლეს დამატებას აპირებს. ესპანური მედიის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" მესვეურები ფეხბურთელში 45 მილიონ ევროს გადაიხდიან.

აღსანიშნავია, რომ "ნერვიონელებმა" 22 წლის ფეხბურთელში 2017 წელს 4,5 მილიონი ევრო გადაიხადეს და რამდენიმე თვის შემდეგ, ფრანგის ფასი 10-ჯერ გაიზარდა. მანამ სანამ კლემენი ევროპულ გრანდში გადავიდოდა ლიგა 1-ში ასპარეზობდა და "ნანსის" ღირსება 77 შეხვედრაში დაიცვა.

მიმდინარე სეზონში ლენგლემ 30 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით