იკარდიმ იბრაჰიმოვიჩის მიღწევა გაიმეორა

18-04-2018, 15:15

იტალიის ჩემპიონატის გასული ტურის შეხვედრაში "ინტერის" არგენტინელმა ფორვარდმა მაურო იკარდიმ "კალიარის" კარში გოლის გატანა მოახერხა, ხოლო მისმა გუნდმა მეტოქე 4:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ იკარდისთვის "კალიარისთან" გატანილი გოლი 25-ეა მიმდინარე სეზონში, რითიც მან თავისივე შედეგი გაიმეორა. გასულ სეზონში სამხრეთ ამერიკელმა ასევე 25 ბურთი შეაგდო.

აღსანიშნავია, რომ იკარდი იბრაჰიმოვიჩის შემდეგ არის პირველი ფეხბურთელი "ნერაძურის" რიგებში, რომელმაც ერთ სეზონში 25 გოლის გატანა მოახერხა.

ზლატანმა აღნიშნული მაჩვენებელი 2009 წელს დააფიქსირა.


  • beka10
  • 18 აპრილი 2018 19:25
mau ikardi <3 saocari kacia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით