"მილანმა" პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელს დაუმიზნა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"მილანმა" პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელს დაუმიზნა

18-04-2018, 17:29

"Calciomercato"-ს ცნობით, "მილანის" ბოსები "ვულვზის" 21 წლის ცენტრალურ ნახევარმცველ რუბენ ნევესით დაინტერესდნენ და ფეხბურთელზე ინფორმაცია მისი აგენტისგან, ჟორჟე მენდეშისგან უკვე გამოითხოვეს. 

ნევესი "პორტუს" სკოლის აღზრდილია და უკვე პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წევრია. აღსანიშნავია, რომ მას მანამდე პორტუგალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.

ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას "TransferMarket.de" 15 მილიონ ევროდ აფასებს. 

სავარაუდოდ, "როსონერის" მესვეურები ტრანსფერზე მუშაობას მოახლოებულ სატრანსფერო ბაზრის დროს დაიწყებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით