კაშიამ ჰოლანდიაში რეკორდი დაამყარა

19-04-2018, 11:01

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ჰოლანდიური "ვიტესის" ფეხბურთელი გურამ კაშია კლუბის ისტორიაში შევიდა. საქმე იმაშია, რომ გუშინ ერედივიზონის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, რომელშიც არმენულმა გუნდმა "ალკმაარს" უმასპინძლა და შეხვედრა 3:4 დათმო.

კაშიასთვის ეს 243-ე მატჩი იყო ერედივიზიონში, რაც გუნდის რეკორდია ჩატარებული თამაშების მხრივ. მეტიც, დღესდღეობით ჰოლანდიის ჩემპიონატში მოთამაშე არც ერთ ფეხბურთელს არ ჩაუტარებია ერთ კონკრეტულ გუნდში ამდენი მატჩი.

აღსანიშნავია, რომ "გელრედომის" მკვიდრნი ევროპა ლიგის საგზურთან ახლოს არიან, თუმცა ჯერ დაკავებული მე-7 ადგილი უნდა შეინარჩუნონ, რათა შემდეგ,  ფლეი-ოფში მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანი ამჟამინდელ გუნდში 2010 წელს ჩაირიცხა და მალევე მოიპოვა გულშემატკივრების მხარდაჭერა.



  • goga1996
  • 19 აპრილი 2018 11:54
ლეგენდაა ეს კაცი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით