აგუერო მუნდიალის მიღმა?! » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

აგუერო მუნდიალის მიღმა?!

19-04-2018, 11:59

მუნდიალის მოახლოებასთან ერთად ფეხბურთელები მზადებას იწყებენ და რუსეთში წასასვლელად ბარგს აწყობენ, თუმცა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყველას ვერ გუობს და მათ რიცხვშია აგუეროც.

არგენტისი ეროვნული ნაკრების ექიმი, ადგილობრივ მედიასთან "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელზე საუბრობდა და აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელს მსოფლიოზე თამაში გაუჭირდება. 

"როდესაც ფეხბურთელი ძველ ტრავმას იშუშებს, მისი აღდგენითი პროცესი უფრო სწრაფად მიდის. აგუეროს შემთხვევაში, გამოჯანმრთელების ვადა 3-4 კვირაა.  ჩემი აზრით, აგუეროს ფიზიკური მდგომარეობა მუნდიალისთვის 100%-ით მზად არ იქნება. მსოფლიო ჩემპიონატამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა", - განაცხადა ექიმმა.

მსოფლიო ჩემპიონატამდე ცოტა დრო რჩება. რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს ამ ეტაპზე ყველაფერი იდეალურად არ არის. გუნდის თავკაცმა სამპაოლიმ დიბალა გამოიძახა, თუმცა "ინტერის" მესაჭე იკარდი უარით გაისტუმრა.



  • beka10
  • 19 აპრილი 2018 12:08
დიდი დანალისია, საოცარი კაცი მუნდიალს მიღმა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით