ახალი პრიზი პრემიერლიგაში

19-04-2018, 12:10

პრემიერლიგის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ჯილდოების გადაცემის ცერემონია ჩატარდება. გამოვლინდებიან საუკეთესო მცველები, ნახევარმცველები, მეკარეები და ბომბარდირები. ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია კი ახალ ჯილდოს დააწესებს, რომელიც  ყველაზე მეტი საგოლე პასის ავტორს გადეცემა.

პრიზის სახელი "Playmaker Award"-ია, რომელიც მის პირველ მფლობელს ელის. ბოლო მონაცემებით აღნიშნული ჯილდოს პრეტენტენტებად 3 "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი მოიაზრება. 

1. დე ბრუინი - 15 საგოლე გადაცემა.

2. ლეროი სანე - 12 საგოლე გადაცემა.

3. დავიდ სილვა - 11 საგოლე გადაცემა.


შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგას რამდენიმე ტურით ადრე გამარჯვებული ყავს და ტიტულს სეზონის ბოლოს "მანჩესტერ სიტი" ოფიციალურად მიიღებს. 


  • beka10
  • 19 აპრილი 2018 12:14
საოცარზე საოცარი ჯილდოა <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით