შაარავი: "ლივერპულთან" მატჩზე არ ვფიქრობთ" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

შაარავი: "ლივერპულთან" მატჩზე არ ვფიქრობთ"

19-04-2018, 14:55

იტალიური "რომას" ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს სტეფან ელ შაარავის ჟურნალისტებმა მოახლოვებული ჩემპიონთა ლიგის მატჩის შესახებ შეკითხვა დაუსვეს.

დედაქალაქური გუნდი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

"ჯერჯერობით "ლივერპულთან" შეხვედრაზე არ ვფიქრობთ. ეს მატჩი ძალიან პრინციპულია ჩვენთვის, თუმცა ჯერ იტალიის ჩემპიონატშიც ბევრი საქმე გვაქვს", - აღნიშნა სტეფან ელ შაარავიმ.

შეგახსენებთ, რომ "რომამ" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან "ბარსელონა" გამოთიშა.



  • levani25
  • 19 აპრილი 2018 18:55
ელშა არ უნდა გაეშვა მილანს :/

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით