ვენგერი: "ევროპა ლიგა მთავარი პრიორიტეტია“

19-04-2018, 16:55

ლონდონის "არსენალის" თავკაცმა არსენ ვენგერმა მედიასთან მოახლოებულ ევროპა ლიგაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი იმედი აქვს შეხვედრაში მონაწილეობას სომეხი გენრიხ მხითარიანიც მიიღებს.

"მხითარიანმა სირბილი დაიწყო და უახლოეს 3-4 დღეში დატვირთვებსაც გაზრდის. შესაძლოა, ის ხუთშაბათისთვის მზად იყოს, ეს ყველაზე ადრეული ვადაა. "ცსკა"-სთან თამაშის მერე, რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენე, ხოლო მათ ახლა სათამაშო დრო სჭირდებათ. მინდა განვაცხადო, რომ ევროპა ლიგა ჩვენი პრიორიტეტია“, - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ნახევარფინალში "მეთოფეები" "ატლეტიკოს" დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა 26 აპრილსაა დაგეგმილი, რომელსაც "ემირეიტი" უმასპინძლებს.


  • goga1996
  • 19 აპრილი 2018 15:30
ევროპას ატლეტიკო იგებს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით