მესი გასახდელში ვალვერდეს ეჩხუბა

19-04-2018, 20:27

რამდენიმე დღის წინ, "El Chiringuito TV"-ის ჟურნალისტმა საკმაოდ სკანდალურ ინფორმაციას ნათელი მოჰფინა.

როგორც ცნობილი გახდა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის შემდეგ, კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ და გუნდის მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ იჩხუბეს.

იგნასიო მარტინესის თქმით, ლეოს და ვალვერდეს ჩხუბში გადაზრდილი კამათის განმუხტვა გუნდის სხვა ფეხბურთელებმა მალევე მოახერხეს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ კატალონიური გრანდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა და ასპარეზი იტალიურ "რომას" დაუთმო.


  • messi10
  • 19 აპრილი 2018 20:33
gaagdon es valverde ra

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით