ტორესი კარიერას ამერიკაში განაგრძობს

19-04-2018, 23:09

მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის შემდგომ მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი, ფერნანდო ტორესი მშობლიურ კლუბს დატოვებს. მის მომავალთან დაკავშირებით კი დღეს საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

ბრიტანული გამოცემა SUN-ის ინფორმაციით, "როხიბლანკოს" 34 წლის შემტევი მომავალი სეზონიდან კარიერას ამერიკაში გააგრძელებს. კონკრეტული კლუბი კი ჯერ არ სახელდება.

წყაროს ცნობით, ტორესს შემოთავაზება ჩინეთის სუპერლიგიდანაც ჰქონდა, თუმცა, უარი თავად ფეხბურთელმა განაცხადა. როგორც ცნობილია, ესპანელი ფორვარდი ამ ხუთი კლუბიდან ერთ-ერთს აირჩევს: "ნიუ-იორკ სიტი", "ჩიკაგო", "მონრეალი", "სიეტლი" და "კანზას სიტი".



ლივერპულიდან არუნდა წასულიყო ვინც ერთ გუნდში კარგად თამაშობდა და სხვა მეტოქე გუნდში გადავიდა უმეტესობამ 90% ცუდად გააგრზელა კარიერა მაგ ტორესი,გიოცე,კაკა,ფიგუ,ბეილი. ამიტო რომელ გუნდშიც აგეწყობა კარიერა იმ გუნდს არუნდა უღალატო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით