ბეილი "ტოტენჰემში" დაბრუნებას აპირებს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ბეილი "ტოტენჰემში" დაბრუნებას აპირებს

19-04-2018, 23:19

მადრიდის "რეალის" მფლობელობაში მყოფმა ფეხბურთელმა გარეთ ბეილმა "ტოტენჰემში" დაბრუნება გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას გავლენიანი "Don Balon" ავრცელებს.

როგორც ყველასთვის კარგადაა ცნობილი, 28 წლის შემტევის მადრიდული კარიერა ისე ვერ წარიმართა, როგორსაც ესპანური გუნდის ფანატები ელოდნენ. გაუთავებელმა ტრამვებმა გარეთს ფორმა დააკარგვინა და ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილიც წაართვა. სწორედ ამიტომ, წარმოშობით უელსელმა ფეხბურთელმა მშობლიურ კლუბში დაბრუნება გადაწყვიტა.

ესპანელი ჟურნალისტების მტკიცებით, ბეილს "დეზებში" 10 ნომრიანი მაისურის მორგება სურს, რადგანაც თვლის, რომ ჰარი კეინის სხვა გუნდში გადასვლა უკვე გადაწყვეტილია და ეს მხოლოდ დროის ამბავია.

ასე და ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ გარეთის პრემიერ ლიგაში დაბრუნება თითქმის უკვე გადაწყვეტილია.



  • messi10
  • 19 აპრილი 2018 23:27
ბეილი მაგარი კაცია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით