კოუტინიო:"ტიტულის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებ"

19-04-2018, 23:25

კატალონიის "ბარსელონასა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლიდერმა ფელიპე კოუტინიომ "სევილიასთან" მატჩამდე ორი დღით ადრე პრესასთან ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ ფინალი რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ბარსელონა ვართ და ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია".

"თამაშს ოპტიმალურ მდგომარეობაში უნდა შევხვხვდეთ. ჩემთვის ეს ტიტულის მოპოვების პირველი შანსია და მის ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებ".

"არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ცოტას ვნერვიულობ, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები, რომ გუნდს სასურველი შედეგის მიღწევაში დავეხმარო და გამარჯვებაში ჩემი ღირსეული წვლილი შევიტანო", - განაცხადა კოუტინიომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, ზემოთხსენებული მატჩი 21 აპრილს, 23:30 საათზე გაიმართება.


  • messi10
  • 19 აპრილი 2018 23:31
საოცარი კაცია კოუ

ეს ბარსელონელები რას ძაბავენ..გეგონება ვინმე ეცილება პრემერას მოგებაში.ლიგაში მაგრა ჩაისვარეს და ისე ბაზრობენ ვითომ პრიმერას მოგება ძან დიდი მიღწევა იყო ახლა მათთვის...ასეთი ჰანდიკაპით თუ ვერ მოიგებ პრიმერას რისი ბარსელონა ხარ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით